Livepress.ge смотреть последние обновления за сегодня на .
17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობასთან იგეგმება მდუმარე აქცია-ფლეშმობის მოწყობა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ლგბტ აქტივისტები და ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციები. „ლაივპრესმა" მოქალაქეებს ზუგდიდში მიმართა კითხვით რას ფიქრობენ ისინი ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე.
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „ოდიში“ დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებს აერთიანებს. ერთ დროს წარმატებული ფეხბურთელები, დღეს დაფინანსების სიმწირეს უჩივიან და დახმარებას ითხოვენ. ყოველი თამაშის წინ საბრძოლო განწყობა, უკვე საკმარისი აღარ არის. გუნდი რამდენიმე სპორტსმენმა უკვე დატოვა და შესაძლოა ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს. Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
სოფელში მცხოვრები გოგოსთვის 31 წლის ასაკში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საყვარელი მამაკაცისგან ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა. Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია ერთ-ერთია იმ ასეულ ადამიანს შორის, ვინც საბჭოთა რეჟიმმა სასტიკად დასაჯა. ოჯახისთვის დღემდე უცნობია განაჩენი - დახვრიტეს თუ გადაასახლეს. #რეპრესირებული #საბჭოთარეჟიმი #კახათი #ილიაჩახაია Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
პაატა ქარდავას ნათესავებმა საპროტესტო აქცია გამართეს პროკურატურასთან.
წალენჯიხის სოფელ ნაკიფუს მცხოვრებლებს 30 წელია წყალი არ აქვთ. ადგილობრივები ძირითადად წვიმის წყლით ცხოვრობენ, ამიტომ აქ გაწვიმებას განსაკუთრებით ელოდებიან. სასმელი წყალი კი ოჯახებს მანქანებით, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დააქვთ, რომელიც 9 კილომეტრის სიშორეზეა Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი, სოლიდარობის აქცია დღეს ზუგდიდშიც გაიმართა. შეკრებილებს ხელთ უკრაინული დროშის პარალელურად ანთებული სანთლები და სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ.
სამეგრელოს რეგიონს აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი, თუმცა ამის მიუხედავად დღეს არის შავიზღვისპირეთში - ანაკლიაში ტურისტების ნაკლებობა. განაცხადა ბიზნესფორუმზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი სიგუამ.
ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ ამერიკელი მომღერლის ემინემის გამოწვევა მიიღო და საკუთარი შესრულებით სიმღერა Godzila-ს ვიდეო ატვირთა. მასალა რამდენიმე დღეში 92 თასმა ადამიანმა ნახა.
კოალიცია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებს ხელი არ შეუწყონ ახალგაზრდა მხარდამჭერების დაპირისპირებას და მოერიდონ წინასაარჩევნო პერიოდში „უსაფუძვლო" განცხადებების გაკეთებას საარჩევნო უბნების კომისიის წევრების „ქართული ოცნების" მიერ დაშინების შესახებ.
ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაკავებულების ახლობლების უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს. ბრალდებულების ოჯახის წევრები სასამართლოსთან არიან შეკრებულები და აცხადებენ, რომ თუ პროკურატურა არ შეწყვეტს „ცრუ მოწმეების“ დაკითხვას, საპროტესტო აქციებს გამართავენ.
„არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა - ჩიხრაძის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა #4 და ფრანგული სკოლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
28 წლის ამიდა ახალაია ოკუპირებული საბერიოს მოსაზღვრედ, წალენჯიხის სოფელ ფახულანში ცხოვრობს. ის ნივთებს პოლიმერული თიხისგან ამზადებს, ქსოვს ჩანთებს, მინიატურულ ქანდაკებებს. მუშაობს აქსესუარებზე. #ლაივპრესი #ამიდაახალაია #საბერიო #იკუპირებულიაფხაზეთი Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
ინციდენტი მოხდა ანაკლიაში, 32-ე საარჩევნო უბანზე, სადაც განმეორებით გამართული კენჭისყრის შემდეგ ბიულეტენების დათვლა დასრულდა. კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის უფროსის მოადგილე ვალიკო აბსანძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გამარჯვების აღსანიშნავად გაისროლა, რასაც საარჩევნო უბანთან შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა პროტესტი და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორივე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს შორის.
„არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა - ჩიხრაძის" ზუგდიდის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია მისი და მისი გუნდის სხვა ლიდერთა მიმართ მოსალოდნელ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის. მეტიც, რეგიონს დიდწილად მაინც ტრანზიტული ფუნქცია აქვს და ცალკეული ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ, სტუმრები გზას სვანეთისკენ აგრძელებენ Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
ადრე იყავი შენ დასაჭერი, - ასე მიმართა მოქალაქე ავთო ქორთუამ „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელ თენგიზ ჯგუშიას, რომელიც ბიზნესმენის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან გადმოდის და ადგილობრივების მიწის ნაკვეთებს იტაცებს. მდინარემ ქუჩა ისე შეავიწროვა რომ ცალკეულ მონაკვეთებზე ორ ავტომანქანას ერთდროულად გადაადგილება უჭირს. მოსახლეობა ნაპირსამაგრის მოწყობას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უწყვეტი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
მწვავე ფიზიკური დაპირიპირებით დასრულდა საპროტესტო აქცი ზუგდიდში.
„ტიბუ“ სამეგრელოში ძველი ტრადიციული წვნიანია. წვნიანის მოსამზადებლად საჭიროა: 4 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი, 1 თავი ნიორი , 1 სკ ქონდარი, 1 ლ. წყალი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 10 მარტს, გაუპატიურების მცდელობის და ძარცვის ბრალდებით დაკავებული შამგონის მკვიდრი არასრულწლოვნის, ლ.ქ-ს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესი საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით დახურული იყო.
ამ სახლისთვის გვერდის აქცევა გავლა თითქმის ყოველ დღე მიწევს. ერთი შეხედვით პატარა, მეგრული ოდაა ძველებური რიკულებით, აივნით, მოაჯირით, წინ დიდი ეზოთი, წარსულში რომ გაბრუნებს და შავ-თეთრი ფოტოებიდან იცნობ. იშვითად მინახავს შუქი დარაბებს მიღმა. ჩემთვის დავასკვენი, რომ აქ არავინ ცხოვრობს და პერიოდულად მეპატრონე აკითხავს #ლაივპრესი #მეგრულიოდა #სამეგრელო Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
როგორ აფასებენ ზუგდიდელები გუბერნატორის მუშაობას და რას ელოდებიან ახლისგან
ზაალ ცირდავა ხის ოსტატია. ის წუხს, რომ ენდემური მცენარე - კოლხური ბზა გადაშენების პირასაა და ცდილობს მის გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანოს. #ხისოსტატი #ბზა #კოლხურიბზა #ლაივპრესი Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ხელისუფლებას არ აქვს პასუხი, როდის და როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას. ამიტომ მოქალაქეებს თავად უწევთ გამოსავლის პოვნა. გაიცანით ადამიანები, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებზე საკუთარი სახსრებით ზრუნავენ. Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - Hardware startup ინკუბატორი, ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილები დაიკავეს. ჟიურისთვის საინტერესო აღმოჩნდა მათ მიერ შექმნილი პროტოტიპები, რომლის დახვეწაც მომავალში, მიღებული ფულადი გრანტის დახმარებით იგეგმება Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და სასარგებლო კერძია. სუპის საკუთარ რეცეპტს „ლაივპრესის“ მკითხველს „არტ ჰაუსის“ მენეჯერი გვანცა აბსანძე უზიარებს.
მეფუტკრე მარინე ქარდავას სამუშაო განრიგი ისეთვე სიზუსტით არის გაწერილი, როგორც სკაში ფუტკრების ვალდებულებები. #ფუტკარი #თაფლი #პანდემია #ფერმერიქალი #ლაივპრესი Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
ქირიების ოჯახში დილა ყვავილების მოვლით იწყება. სახლში, სადაც 200-მდე დეკორატიული მცენარე ხარობს, ყვავილებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. #ლაივპრესი #ზუგდიდელიმებაღე #ყვავილები Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილ გ. ძ-სთან ერთად დაკავებული გიორგი ნაჭყებია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სენაკის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში სასურველი ჩვენების მისაღებად პოლიციელებმა საათნახევრის განმავლობაში წყლით სავსე ბოთლით სცემეს.
ლარისა ხარჩილავა ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ რიყეში მცხოვრები ფერმერია.მისი ოჯახი უკვე მეხუთე წელია თავს ძირითადად მესაქონლეობით ირჩევს.ფერმერი ქალი ყველს, მაწონს, რძეს და ხაჭოს ყიდის #ლაივპრესი #ფერმერი #ოკუპირებულიაფხაზეთი #რიყე Facebook: 🤍 Instagram: 🤍 Web: 🤍
თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერის ოჯახის წევრების, ნათესავებისა და კოალიცია „ქართული ოცნების" აქტივისტების აქციას „ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისთან ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.